დავით რაჟამაშვილი უკვე ”ზესტაფონისაა”

AutoSharing Option
მართალია, ამ ინფორმაციის თაობაზე "ზესტაფონის" პრესსამსახურმა კომენტარისგან თავი შეიკავა, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გორის "დილას" 23 წლის ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი ზამთრიდან საქართველოს ჩემპიონთა რიგებში ითამაშებს.

ჩვენი ინფორმაციით, "ზესტაფონმა" მას სამწლიანი კონტრაქტი უკვე გაუფორმა.

რაჟამაშვილი უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს აღმოჩენად უკვე შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მიმდინარე ჩემპიონატში მან 12 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული