გორელებმა საკონტროლო მატჩში ”ვიტ ჯორჯიას” 2:1 სძლიეს

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" და "დილამ" სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და "მცხეთა პარკზე" ერთმანეთს ამხანაგურად შეხვდნენ. მოედანი დათოვლილი იყო და სანახაობამ მაინცდამაინც ვერ ივარგა, თუმცა მწვრთნელებმა მაინც შეძლეს ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობის საქმეში ნახვა და გოლებიც გავიდა - გორელებმა 2:1 მოიგეს.

ანგარიში 28-ე წუთზე გია თოდუამ გახსნა, 38-ეზე ბექა ზაქრაძემ გაათანაბრა, სტუმრებმა კი დავით რაჟამაშვილის მიერ 62-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს.

"ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში: ძაძამია - ხურცილავა, ადამაძე, გოგიაშვილი, ღანიაშვილი - გურამ გურეშიძე, მაისაშვილი
- კორიფაძე, ვასაძე, ზაქრაძე - ჩიმაკაძე;

მეორე ტაიმში: რეჭია - გეთიაშვილი, კასრაძე, ხუმარაშვილი, ხუჭუა (68. ჯავაშვილი) - ვაშაკიძე, ჯაყელი (68. დევდარიანი, დავლაშელიძე, ოთარიშვილი (67. ჯუღელი) - სიხარულიძე, კუხალეიშვილი (66. ლობჯანიძე).

"დილა" პირველ ტაიმში: მერლანი - ჭითანავა, მაჭავარიანი, ბაქრაძე, ვ. ხორგუაშვილი - ჯოჯუა, ნემსაძე, ნ. ნოზაძე - გ. თოდუა, ახალკაცი, სადაღაშვილი;

მეორე ტაიმში: შეყრილაძე - ახვლედიანი, ბაქრაძე (65. ლ. ჩაგელიშვილი), ქარქუზაშვილი, ჭითანავა - პ. ხორგუაშვილი (59. ი. ბერაია), ვ. ხორგუაშვილი, მურადაშვილი - რაჟამაშვილი, გოგინაშვილი, დ.ჩაგელიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული