"ბაია" - პრობლემა იყო, მაგრამ უკვე მოგვარდა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ბაიაში" შექმნილ ფინანსურ პრობლემებსა და გუნდის შემადგენლობის მოსალოდნელ შესუსტებაზე ვწერდით, თუმცა, ტრავმირებულებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ზუგდიდელებს ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში არავინ დაჰკლებიათ.

როგორც "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, კლუბს გარკვეული პრობლემები მართლაც ჰქონდა, მაგრამ დღეისთვის ყველაფერი მოგვარებულია.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილად არ ყოფილა საფუძველს მოკლებული, მაგრამ საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც მკითხველს შეიძლება ეფიქრა.

ვადასტურებ, რომ იმ მომენტისთვის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ხელფასები არ ჰქონდათ აღებული, მაგრამ დღეისთვის სახელფასო დავალიანება სრულად გასტუმრებულია და კლუბს გასაცემი
აქვს მხოლოდ "დინამოს" დამარცხებისთვის დაწესებული პრემია. ამ საკითხსაც უახლოეს დღეებში მოევლება.

არც ერთ ფეხბურთელს "ბაიადან" წასვლაზე არ უფიქრია და კლუბში ჩვეულებრივი სამუშაო ვითარებაა. მომავალს იმედით ვუყურებთ და გვჯერა, დასახული მიზნების განხორციელებაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის", - აცხადებს "ბაიას" თავკაცი.

მან ისიც გვითხრა, რომ "ბაიას" სპონსორმა "ფერერომ" თანხა უკვე ჩარიცხა და კლუბი დახმარებას მეორე სპონსორის, "ევროპაბეთისგანაც" იღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული