"ბაია": ირაკლი ქობალია ისევ ლაზარეთშია

AutoSharing Option
"ბაიას" შემტევი პოტენციალი საგრძნობლად შეასუსტა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდის, ირაკლი ქობალიას ტრავმამ. 19 წლის ქობალიამ უკვე გამოტოვა ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი, რისი მიზეზიც მუხლის ტრავმაა.

მართალია, არ გამართლდა შიში და ქობალიას იოგები არ დაუზიანებია, მაგრამ ჯერჯერობით, ვარჯიშს მაინც ვერ ახერხებს, რადგან ნემსები აქვს დანიშნული. თუმცა ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ იგი მოედანს ახალ წლამდე დაუბრუნდეს.

"ქობალია ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი და დიდი დანაკლისია, მაგრამ რისკი და მისი ნაადრევად დაბრუნება გაუმართლებელი იქნებოდა.

ვიმედოვნებთ, იგი მალე მომჯობინდება და "ბაიასთვის" კვლავაც უაღრესად საჭირო
ფიგურა იქნება", - გვითხრა ზუგდიდური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული