ლაშა დვალიშვილი ფედერაციიდან "დინამოში" წავიდა

AutoSharing Option
გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა - როგორც გაირკვა, ამ თანამდებობაზე უკანასკნელი.

"დიდ მადლობას გიხდით იმ წელიწადნახევრისთვის, რომლის განმავლობაში ერთად საკმაოდ ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ. ამიერიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღარ ვიმუშავებ და საქმიანობას თბილისის "დინამოში" განვაგრძობ. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთთან შემდგომშიც თბილი და საქმიანი ურთიერთობა გვექნება", - გვითხრა დვალიშვილმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რა პოზიცია შესთავაზეს "დინამოში". დვალიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში კლუბ
ის სტრუქტურები ახლებურად ჩამოყალიბდება და მისი საქმიანობის სფეროსაც მალე შევიტყობთ. ჯერ ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ დვალიშვილი "დინამოს" პრესატაშე არ გახდება.

დვალიშვილმა ისიც თქვა, რომ "დინამოს" პარალელურად, ტელეკომპანია "მზეშიც" იმუშავებს, სადაც თავის ძველ პროექტს აღადგენს ქართული ფეხბურთისა და, ზოგადად, სპორტის თემატიკით.

დვალიშვილმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის საქმიანობა ძირითადად ეროვნული ნაკრების წარმატებით იზომება და რაკი ბოლო დროს ჩვენი ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა სახარბიელო შედეგები ვერ აჩვენა, დაიჩრდილა სფფ-ის აქტივობები ინფრასტრუქტურის მიმართულებით - ეროვნული ნაკრების ბაზისა და "მიხეილ მესხის" სტადიონის სრული რეკონსტრუქცია, რეგიონებში სტადიონებზე ახალი გაზონების დაგება და სხვა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრესსამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული