"დიდ მადლობას გიხდით იმ წელიწადნახევრისთვის, რომლის განმავლობაში ერთად საკმაოდ ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ. ამიერიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღარ ვიმუშავებ და საქმიანობას თბილისის "დინამოში" განვაგრძობ. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთთან შემდგომშიც თბილი და საქმიანი ურთიერთობა გვექნება", - გვითხრა დვალიშვილმა.
მას არ დაუკონკრეტებია, რა პოზიცია შესთავაზეს "დინამოში". დვალიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში კლუბ
დვალიშვილმა ისიც თქვა, რომ "დინამოს" პარალელურად, ტელეკომპანია "მზეშიც" იმუშავებს, სადაც თავის ძველ პროექტს აღადგენს ქართული ფეხბურთისა და, ზოგადად, სპორტის თემატიკით.
დვალიშვილმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის საქმიანობა ძირითადად ეროვნული ნაკრების წარმატებით იზომება და რაკი ბოლო დროს ჩვენი ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა სახარბიელო შედეგები ვერ აჩვენა, დაიჩრდილა სფფ-ის აქტივობები ინფრასტრუქტურის მიმართულებით - ეროვნული ნაკრების ბაზისა და "მიხეილ მესხის" სტადიონის სრული რეკონსტრუქცია, რეგიონებში სტადიონებზე ახალი გაზონების დაგება და სხვა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრესსამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"