როგორც შევიტყვეთ, არც ერთის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. 26 წლის გელაშვილი მოწამლული იყო და უკვე განაახლა ვარჯიში "ზესტაფონის" ფიზმომზადების მწვრთნელის, სერბი ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით. გამორიცხული არ არის, მან უმაღლესი ლიგის უახლოეს ტურშივე შეძლოს თამაში.
შედარებით რთულია 25 წლის გრიგალაშვილის მდგომარეობა. მან ვარჯიშზე ტვინის შერყევა მიიღო და რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული. "ზესტაფონს" გრიგალაშვილი მალე დაუბრუნდება და შესაძლოა, უახლოეს თუ არა, წლეულს
31 წლის ზურაბ მენთეშაშვილმა, რომელიც კლუბში წლის დასაწყისში მივიდა და "ზესტაფონის" შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია, ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო და მალე საერთო ჯგუფსაც შეუერთდება. გიორგი ხიდეშელი კი, რომელმაც ზაფხულში მოლდოვურ "დაჩიასთან" საჩემპიონთალიგო მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ვარჯიშს ახალი წლიდან შეუდგება და, მენთეშაშვილის მსგავსად, "ზესტაფონს" უცხოურ შეკრებაზეც გაჰყვება.
მენთეშაშვილი და ხიდეშელი რამდენიმე დღის წინ ბელგიიდან, გამოკვლევებიდან დაბრუნდნენ, კონსულტაციები მათ იქაური ექიმებისგან მიიღეს.
უკეთაა 23 წლის რატი წინამძღვრიშვილიც, რომელიც გუნდს ბეჭის ოპერაციის გამო გამოაკლდა. ვარჯიშს ისიც ახალი წლიდან განაახლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"