ირაკლი ქობალია - ცუდი მოლოდინი გამართლდა

AutoSharing Option
ირაკლი ქობალიას ეროვნული ჩემპიონატის ბოლო რამდენიმე ტური ტრავმის გამო გაუცდა. ზუგდიდის "ბაიას" მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი იმედოვნებდა, რომ 19 წლის თავდამსხმელი გუნდს მალე დაუბრუნდებოდა, რადგან პირველადი დაკვირვებით, მუხლის ჯვარედინი მყესები გაწყვეტილი არ ჰქონდა.

სამწუხაროდ, ეს იმედი არ გამართლდა და საბოლოო დიაგნოზი მყესების გაწყვეტაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქობალიას ოპერაცია სჭირდება და დაახლოებით ნახევარი წელი ფეხბურთს ვერ ითამაშებს.

დაგვეთანხმებით, ძალიან დასანანი ამბავია. ქობალია "ბაიაში" წლის
დასაწყისში გამოჩნდა და ქომეთიანის მოლოდინიც გაამართლა - სეზონის აღმოჩენად იქცა. მან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი და მალე კლუბიც უნდა შეეცვალა - კარიერას ან საზღვარგარეთ გააგრძელებდა, ანაც "ზესტაფონში" გადავიდოდა.

ტრავმამ კი, ბუნებრივია, ქობალიას კარიერა მნიშვნელოვნად შეაფერხა. საუკეთესო შემთხვევაში, უფრო ძლიერ კლუბში გადასვლა მას მომავალ ზაფხულს შეეძლება.

საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში ქობალიამ 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
yvelaferi kargad iqneba
ქრისტინა
15:12 25-01-2012
0
მალე ყველაფერი კარგად იქნება
qristina
15:13 25-01-2012
0

სიახლეები პოპულარული