ლაშა კემუხტაშვილი "ტორპედოს" უბრუნდება

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონში" განათხოვრებული, ლაშა კემუხტაშვილი მეორე წრის ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" დაუბრუნდება.

ახალგაზრდა შემტევის ქუთაისიდან წასვლის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც "ტორპედოს" კიკნაძე-ზამთარაძის ტანდემი ჩაუდგა სათავეში, მათ კი აქცენტი გამოცდილ შემადგენლობაზე გააკეთეს.

იყო ლაპარაკი, რომ კემუხტაშვილი კარიერას უცხოეთში გააგრძელებდა, მაგრამ საბოლოოდ, სათამაშო პრაქტიკის მიზნით, ოთხი თვით "სიონში" აღმოჩნდა.

18 დეკემბერს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე დასრულდება, 19 დეკემბერს ლაშა "ტორპედოს" კრებას დაესწრება, 10 იანვარს კი თანაგუნდელებს შეუერთდება და მათთან ერთად ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ კემუხტაშვილმა ბოლნისელთა ხუთ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული