სანაია კიევიდან პროლიცენზიას ჩამოიტანს

AutoSharing Option
ყველაზე მაღალი დონის სამწვრთნელო სერთიფიკატს - პროლიცენზიას - სულ რამდენიმე ქართველი სპეციალისტი ფლობს და რამდენიმე დღეში მათ რიცხვს გელა სანაია შეუერთდება.

როგორც იცით, ახალგაზრდა მწვრთნელი ამჟამად უმუშევარია, თუმცა დროს უქმად არ კარგავს და უკვე საკმაო ხანია, პროლიცენზიის მისაღებად შესაბამის პროცედურებს ასრულებს - უკვე რამდენჯერმე იყო კიევში, სადაც კურსები გაიარა და ლიცენზიის მიღების დროც დადგა.

კვირის ბოლოს სანაია უკრაინის დედაქალაქს სადიპლომო ნამუშევრის დასაცავად ესტუმრება და დიდი ალბათობით, 24 დეკემბერს თბილისში პროლიცენზიით ჩამოვა.

იმედია, მისი საქმეში გამოყენება სანაიას სულ მალე დასჭირდება. უსამართლობაა,
მისი კვალიფიკაციის მწვრთნელი ამდენი ხანი შინ იჯდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული