სფფ კახა კალაძის გამოსათხოვარ მატჩს არ გეგმავს

AutoSharing Option
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარება ამ დროისთვის არ განიხილება. - განუცხადა გუშინ ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერმა თათია ბურდულმა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სფფ-ში ლაპარაკიც არ ყოფილა.

"ჯი-ეიჩ-ენი" დაუკავშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძესაც.

არველაძის თქმით, მატჩის ჩატარებას ფედერაცია ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს და ეს თავად კალაძესთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. კითხვა - "არის თუ არა ფედერაციაში მატჩის ჩატარების სურვილი?" - პასუხგაუცემელი დარჩა.

კახა კალაძის პრესმდივანი ოთარ ჩრდილელი კი ფედერაციას არ ურჩევს
გულშემატკივრების აზრთან დაპირისპირებას.

"ზოგადად, ფედერაციას ვურჩევდი, გულშემატკივრის პოზიციას ძალიან ნუ დაუპირისპირდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩრდილელმა.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებიდან წასვლის თაობაზე კახა კალაძემ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძემ ეროვნულ ნაკრებში 83 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
რიჟა ენა ხო არ ჩაგივარდა ბიჭო?სადაა შენი ბჭერმეტყველება,ვაი სად გაქ მაგის კაცობა რო კალაძეს გამოსათხოვარი თამაში გაუკეთოთ,ხო დარჩი მერე უმუშევრათ და შენთვის მთავარი ეგაა,დომენტაზე ხო ბაზარი არაა ვაფშე
0
ფუუუ რა, კალაძეს ესე რო ექცევიან, ჩვეულებრივ ხალხს რაღას უზავენ ფუ :@
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული