ლევან ფანიაშვილი: გარსიას პრეტენზიები უსაფუძვლოა

AutoSharing Option
ჩვენი რუბრიკის ტრადიციულ სტუმარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილს თავდაპირველად გასული ტურის ყველაზე რეზონანსულ მატჩზე დავეკითხეთ.

შეგახსენებთ, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა,ალექს გარსიამ მარტვილში განცდილ მარცხში მსაჯთა ბრიგადა დაადანაშაულა.

- მარტვილში საგანგაშო არაფერი მომხდარა. "მერანმა" არცთუ ხარისხიანი, ერთი კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი მოგვაწოდა, მაგრამ იქაც გარკვევით ჩანს, რომ ალექს გარსიას პრეტენზიები უსაფუძვლოა და არბიტრმა ლაშა სილაგავამ საქმეს თავი კარგად გაართვა: "დინამოს" კარში დანიშნული პენალტის ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა; ჯარიმა, რომელსაც "მერანის" გოლი მოჰყვა, დასანიშნი იყო; კადრში ჩანს, რომ მარტვილელ
მცველს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე არ მოხვედრია, რომც მოხვედროდა, ეს საპენალტე სიტუაცია მაინც არ იქნებოდა.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, წვრილ-წვრილ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით, რასაც თამაშის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, ყველაფერი რიგზე იყო.

ველოდოთ, რომ "მეტალურგი"-"ზესტაფონი" განსასჯელად რთული იქნებოდა, მაგრამ ამ შეხვედრამ ძალიან მშვიდად ჩაიარა - გვითხრა ფანიაშვილმა.

* * *
მსაჯთა შეფისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ფიფას მეხუთე არბიტრი არ დაგვიმტკიცდა და ახალგაზრდა თორნიკე გვანცელაძისთვის ფიფას არბიტრობის მინიჭება მომავლისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, საქართველოს დღეისთვის ფიფას ოთხი არბიტრი ჰყავს: გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა, ლევან კვარაცხელია და დავით ხარიტონაშვილი.

სამაგიეროდ, ფიფას ასისტენტების რაოდენობა 8-დან 9-მდე გაგვეზარდა. ეს საპატიო სტატუსი მიიღეს ირაკლი უკლებამ, ლევან ვარამიშვილმა და ზაალ ბერულავამ, წოდება კი დაკარგეს მამუკა ელიკაშვილმა და ლევან მიქელაძემ.

დადებითად გადაწყდა უცხოური შეკრების საკითხი. ქართველი მსაჯები თებერვლის დასაწყისში ერთკვირიან შეკრებას ანტალიაში გაივლიან, სადაც თეორიულ მეცადინეობებთან ერთად რიგიანი პრაქტიკაც ექნებათ - თურქეთში შეკრებაზე ჩასული უცხოური კლუბების სპარინგ-მატჩებს მოემსახურებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფანიაშვილი რა უსინდისოდ იტყუები, თამაშზე არ გდებულხარ და საიდან ეგეთი დასკვნები?? უნამუსოების დოღია მსაჯთა კოორპუსში, სიჭინავას კი საღათას ძილით ძინაავს, გაახილეთ თვალი იობანივროტ:@ :@
koba kobaidze
12:47 21-12-2011
0
ეს კაცი ვაპშე ნორმალურია?რაც მაგ თამაშზე გვერდითმა მსაჯმა აკეთა ამდენი ხანი ფეხბურთს ვუყურებ და არ მინახია.როდემდე უნდა ვუყუროთ მსაჯების ასეთ აღვირახსნილობას??
negredo
13:55 21-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული