შეგახსენებთ, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა,ალექს გარსიამ მარტვილში განცდილ მარცხში მსაჯთა ბრიგადა დაადანაშაულა.
- მარტვილში საგანგაშო არაფერი მომხდარა. "მერანმა" არცთუ ხარისხიანი, ერთი კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი მოგვაწოდა, მაგრამ იქაც გარკვევით ჩანს, რომ ალექს გარსიას პრეტენზიები უსაფუძვლოა და არბიტრმა ლაშა სილაგავამ საქმეს თავი კარგად გაართვა: "დინამოს" კარში დანიშნული პენალტის ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა; ჯარიმა, რომელსაც "მერანის" გოლი მოჰყვა, დასანიშნი იყო; კადრში ჩანს, რომ მარტვილელ
რაც შეეხება სხვა მატჩებს, წვრილ-წვრილ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით, რასაც თამაშის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, ყველაფერი რიგზე იყო.
ველოდოთ, რომ "მეტალურგი"-"ზესტაფონი" განსასჯელად რთული იქნებოდა, მაგრამ ამ შეხვედრამ ძალიან მშვიდად ჩაიარა - გვითხრა ფანიაშვილმა.
* * *
მსაჯთა შეფისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ფიფას მეხუთე არბიტრი არ დაგვიმტკიცდა და ახალგაზრდა თორნიკე გვანცელაძისთვის ფიფას არბიტრობის მინიჭება მომავლისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, საქართველოს დღეისთვის ფიფას ოთხი არბიტრი ჰყავს: გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა, ლევან კვარაცხელია და დავით ხარიტონაშვილი.
სამაგიეროდ, ფიფას ასისტენტების რაოდენობა 8-დან 9-მდე გაგვეზარდა. ეს საპატიო სტატუსი მიიღეს ირაკლი უკლებამ, ლევან ვარამიშვილმა და ზაალ ბერულავამ, წოდება კი დაკარგეს მამუკა ელიკაშვილმა და ლევან მიქელაძემ.
დადებითად გადაწყდა უცხოური შეკრების საკითხი. ქართველი მსაჯები თებერვლის დასაწყისში ერთკვირიან შეკრებას ანტალიაში გაივლიან, სადაც თეორიულ მეცადინეობებთან ერთად რიგიანი პრაქტიკაც ექნებათ - თურქეთში შეკრებაზე ჩასული უცხოური კლუბების სპარინგ-მატჩებს მოემსახურებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"