ორი ახალწვეული "ზესტაფონში"

AutoSharing Option
"ზესტაფონი" სატრანსფერო საქმიანობას აქტიურად განაგრძობს და ლუკა გუგუჩიას შემდეგ საქართველოს ჩემპიონებმა სამწლიანი კონტრაქტი კიდევ ორ ახალწვეულს, ლევან შარიქაძესა და გურამ სამუშიას გაუფორმეს.

დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, რომ "ზესტაფონი" ამ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელით იყო დაინტერესებული, გუშინ კი ყველა ფორმალობას წერტილი დაესვა.

ცენტრალური ნახევარმცველი შარიქაძე 22 წლისაა და წლებია, "გაგრას" ღირსებას იცავს. მაისში მან საქართველოს თასი მოიპოვა, მიმდინარე ჩემპიონატში კი 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

17 წლის ფლანგელი ნახევარმცველი სამუშია გულშემატკივარმა კობა ჟორჟიკაშვილის მიერ გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიდან გაიცნო,
შემდეგ კი მან "ბაიას" ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ამ ჩემპიონატში მის ანგარიშზე 13 მატჩი და 1 გოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული