გერმანია თუ საფრანგეთი - ნიკა გელაშვილს მთხოვნელები არ აკლია

AutoSharing Option
ნიკა გელაშვილი დღეს მარტვილში "მერანთან" ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო ვერ ითამაშებს. მეტიც, მას "ზესტაფონის" შემადგენლობაში საერთოდ ვეღარ ვიხილავთ, თუ, რა თქმა უნდა, წლების შემდეგ ისევ ფეროელებს არ დაუბრუნდა.

ამჟამად კი 26 წლის ფორვარდს სულ სხვა გეგმები აქვს - კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება გადაუწყვეტია, რაც "ზესტაფონსაც" ხელს აძლევს. გელაშვილს საქართველოს ჩემპიონებთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და მისი გაყიდვით "ზესტაფონი" ბიუჯეტს შეივსებს.

ბოლო დროს გელაშვილის რამდენიმე მსურველი კლუბი დასახელდა, თუმცა მათი მხრიდან კონკრეტულ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა - მთავარ ამბებს უახლოეს კვირებში ან სულაც
დღეებში უნდა ველოდოთ.

დიდია იმის ალბათობა, რომ ნიკამ კარიერა მაღალი დონის ლიგაში განაგრძოს. როგორც "ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ გვითხრა, კლუბისთვის ცნობილია, რომ გელაშვილით მაღალი დონის უცხოური კლუბები არიან დაინტერესებულნი, მათ შორის გერმანიის პირველი ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადრები.

ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. ბუნებრივია, თუ გელაშვილი მართლაც აღმოჩნდა ამ ორი ქვეყნიდან რომელიმეში, ეს მასაც წაადგება და ქართული ფეხბურთის პრესტიჟსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული