ნიკა გელაშვილი მსოფლიო გოლეადორებში 65-ეა

AutoSharing Option
65-ე - სწორედ ეს პოზიცია უჭირავს ნიკა გელაშვილს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მიერ გამოქვეყნებულ ბომბარდირთა რეიტინგში, რომელსაც ასეთი პრინციპით ადგენენ: ფედერაციამ შეარჩია მსოფლიოს საუკეთესო 60 ლიგა (რომელშიც ჩვენი ეროვნული ჩემპიონატიც შედის) და 2011 წელს გატანილი გოლების მიხედვით გოლეადორთა სია შეადგინა.

"ზესტაფონის" თავდამსხმელმა წლეულს საქართველოს ჩემპიონატებში (წინას მეორე და ახლანდელის პირველი ეტაპები) 18 გოლი გაიტანა, რაც მსოფლიოში 65-ე შედეგია.

რეიტინგს კი ესტონელი ალექსანდრს ჩეკულაევსი ლიდერობს, რომელიც თვით კრიშტიანუ რონალდუსაც კი უსწრებს. მართალია, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "ოქროს ბუცი"
მოიგო, მაგრამ ეს იმის წყალობით, რომ ამ ჯილდოს მფლობელის გამოსავლენ კონკურსში ესპანურ პრიმერას ესტონეთის ჩემპიონატზე უკეთესი კოეფიციენტი აქვს.

რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. ალექსანდრს ჩეკულაევსი (ნარვა, ესტონეთი) 46 გოლი
2. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, პორტუგალია) 40
3. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) 31
4. მარიო გომესი (ბაიერნი, გერმანია) 28*
5. ალექსი (ფენერბაჰჩე, ბრაზილია) 28
6. ანტონიო დი ნატალე (უდინეზე, იტალია) 28
7. მარკიზო მინა (ინდეპენდიენტე, ეკვადორი) 28
8. ალექსანდრ ფრაი (ბაზელი, შვეიცარია) 27
9. გარა დემბელე (ლევსკი, მალი) 26
10. გეორგე ბოგიუ (მილსამი, მოლდოვა) 26

* გოლების თანაბრობისას უპირატესობა ენიჭება მას, ვინც ნაკლები მატჩი ჩაატარა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Burton-რაღაც მოთხოვნებს ანუ, დირექტორი თუ მსაჯი ბიძაშენი, ან მეზობელი არ არის არა? :) :)
დევიდ აირონს
15:19 23-12-2011
0
tirrana --ხო, მაგრამ სკოლის ჩემპიონატი იმ 60 ჩემპიონატში არ შედის :) ანუ, ის 60 ჩემპიონატი რაღაც მოთხოვნებს აკმაყოფილებს....
Burton
14:54 23-12-2011
0

სიახლეები პოპულარული