ირაკლი ქობალიას ოპერაციას გერმანიაში გაუკეთებენ

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ ირაკლი ქობალიას მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და საოპერაციოა. როგორც შევიტყვეთ, იანვარში იგი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ოპერაციასაც გაიკეთებს დასაწყის სარეაბილიტაციო კურსსაც გაივლის. სამედიცინო მომსახურების ხარჯებს "ბაია" დაფარავს.

ზუგდიდის "ბაიას" 19 წლის თავდამსხმელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია - მსგავსი ტრავმისგან განკურნებას ხომ დაახლოებით ნახევარი წელიწადი სჭირდება. არადა, ეს უიღბლო შემთხვევა რომ არა, დიდი იყო იმის ალბათობა, კარიერა "ზესტაფონში" გაეგრძელებინა, იყო უცხოური კლუბების ვარიანტებიც...

ქობალია ქართველმა გულშემატკივარმა მიმდინარე წლის
დასაწყისიდან გაიცნო. ირაკლი უმოკლეს დროში გახდა ჩვენი უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი და "ლელომ" სეზონის აღმოჩენადაც დაასახელა.

სეზონი ქობალიამ რუსთავის "მეტალურგში" დაიწყო, რომელსაც ევროპის ლიგის მატჩებში იჯარის წესით დაეხმარა, რის შემდეგაც "ბაიას" დაუბრუნდა და დაშავებამდე ჩემპიონატში 10 მატჩის ჩატარება და 3 გოლის გატანა მოასწრო. ირაკლიმ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი.

ახლა საინტერესო ის არის, ქობალია ზაფხულში შეიცვლის კლუბს თუ ზუგდიდში დარჩება და ფორმის აღსადგენად მომავალი სეზონის პირველ ნახევარს გამოიყენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ კარგად გაარკვიეთ და სტატიები მერე გააკეთეთ თუ შეიძლება
kristi
15:18 25-01-2012
0

სიახლეები პოპულარული