მიმდინარე ჩემპიონატში მან 17 მატჩი ჩაატარა, მე-18 კი გაფრთხილებათა სიჭარბის გამო გამოტოვა.
გამორიცხული არ არის, "ბაიადან" "ტორპედოში" კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს. ქუთაისელებმა ზუგდიდელებს 28 წლის ნახევარმცველის, ლევან წურწუმიას შეძენის სურვილით მიმართეს და უახლოეს დღეებში გაირკვევა, რა გამოვა ამ მოლაპარაკებიდან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"