ტურნირის წილისყრა ჯერ არ გამართულა. სამაგიეროდ, გაირკვა მისი ჩატარების ვადები და მონაწილე კლუბები. შეჯიბრების ორგანიზატორებმა სათამაშო დღეებად 3, 6 და 9 თებერვალი დაადგინეს, მონაწილე კი კვლავინდებურად რვაა:
"ზესტაფონი" (ზესტაფონი, საქართველო)
"დინამო" (კიევი, უკრაინა)
ცსკა (მოსკოვი, რუსეთი)
"რუბინი" (ყაზანი, რუსეთი)
"კრილია" სოვეტოვი (სამარა, რუსეთი)
"რაპიდი" (ბუქარესტი, რუმინეთი)
"ლეხი" (პოზნანი,
"გუანჯოუ" (გუანჯოუ, ჩინეთი)
"კოსტა დელ სოლი" კვლავ ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და ყველა გუნდს სამი მატჩის გამართვა მოუწევს. მეოთხედფინალებში გამარჯვებულები ბრძოლას ჩემპიონობისთვის განაგრძობენ, დანარჩენები კი V-VIII ადგილებს გაითამაშებენ.
შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" შარშან "მარბელას თასზე" VII ადგილი დაიკავა, თუმცა სამიდან ორ შეხვედრაში ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა. გია გეგუჩაძის გუნდი მეოთხედფინალში პრაღის "სპარტასთან" 0:5 განადგურდა, შემდეგ კიევის "დინამოსთან" მხოლოდ პენალტების სერიით დამარცხდა, VII ადგილისთვის მატჩში კი პლოვდივის "ლოკომოტივს" დამაჯერებლად, 3:0 სძლია.
ესპანეთში "ზესტაფონი" სხვა საკონტროლო მატჩებსაც ჩაატარებს. იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებსაც ფეროელთა ამჟამინდელი თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი უცხოურ შეკრებაზე წაიყვანს, რამდენიმე დღეში გაირკვევა. ბუნებრივია, ესპანეთში იმერელთა ყველა ახალწვეული გაემგზავრება, რომელთა გარდა გუნდს მძიმე ტრავმების შემდეგ დაბრუნებულები, გიორგი ხიდეშელი და ზურაბ მენთეშაშვილიც შეუერთდებიან.
"ზესტაფონის" წევრებს საახალწლო არდადეგები 8 იანვარს უმთავრდებათ, რის შემდეგაც შეკრების პირველ ეტაპზე გუნდის სამწვრთნელო შტაბი აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე გააკეთებს. გამორიცხული არ არის, უამინდობის შემთხვევაში "ზესტაფონმა" ესპანეთამდე ხანმოკლე შეკრება თურქეთში გაიაროს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"