"გურია" უმაღლესისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს თასის პირველი მფლობელი და ორგზის ვერცხლის პრიზიორი ლანჩხუთის "გურია" უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს. პირველ ეტაპზე კლუბს ფინანსურად კვლავაც ადგილობრივი ბიუჯეტი უზრუნველყოფს, საამისო ხარჯები 2012 წლის ლანჩხუთის საფინანსო ანგარიშში უკვე შეტანილია.

"გურიას" მხარში უდგას ადგილობრივი ხელისუფლება და განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომავალი წელი გურიის რეგიონის აღორძინების წლად გამოაცხადა და ლანჩხუთისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ კლუბის უმაღლეს ლიგაში გადასვლა მიიჩნევა.

ლანჩხუთელებმა საუმაღლესლიგო პლეი ოფში თამაში პირველი ლიგის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდეს. რა თქმა უნდა,
პლეი ოფში იმავე შემადგენლობით მიზნის მიღწევა ძნელი იქნება, მით უმეტეს, სეზონის ბოლოსკენ რამდენიმე წარუმატებელი მატჩის გამო არაერთი წამყვანი მობურთალი დაითხოვეს, წლის ბოლოს კი ყველა მოთამაშესა და სამწვრთნელო შტაბს ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ, ამიტომაც გურულებს, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოუწევთ.

ამჟამად კლუბის მთავარი მწვრთნელის, გიგლა იმნაძის განკარგულებაში მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდები არიან. ჯერ არ ახმაურებენ იმ მობურთალთა ვინაობას, რომელთა დამატებასაც გეგმავენ.

როგორც გიგლა იმნაძემ გვითხრა, "გურია" ნაახალწლევს, სავარაუდოდ, გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე დაიწყებს მზადებას, თუმცა, არ არის გამორიცხული, კლუბის ისტორიაში პირველად უცხოური შეკრებაც მოეწყოს და თუ ეს მოხერხდა, გურულები, ალბათ, ანტალიას მიაშურებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდი გურია გაგვახარე
0
ნეტა მართლა თუ რამე გვეღირსება ან ვინ მოყავთ მთელი გუნდი რომ სახლში გაუშვეს ისე დეისაძეზე ან დვალიშვილზე კარგი თუ ვინმე მოყავთ ეგეც გვითხრან, მაგრამ რაღაც არა გვჯერა და პლეიოფში ტყუილად წასაგებ თამაშებზე არ გვატაროთ.
GURIA
17:34 26-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული