მიხეილ ყაველაშვილი: მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე, სამწუხარო ფაქტები...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და შვეიცარიული "გრასჰოპერის" ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად შვეიცარიაში მცხოვრებ მიხეილ ყაველაშვილს ადრეც არაერთხელ გამოუთქვამს უარყოფითი დამოკიდებულება ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ.

ახლა კი მისი ვრცელი "ღია წერილი" (იხილეთ სტატია "ქართულ ფეხბურთშიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი ცვლილებების დროა!") გამოქვეყნდა, სადაც ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება დაადანაშაულა.

- რა არის თქვენი "ღია წერილის" მიზანი - მხოლოდ ფეხბურთზე ზრუნვა თუ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის მცდელობა?
- ჩემი ინტერესის სფერო პოლიტიკა არ არის. ჩემი "ღია წერილი" იმ არასასურველი რეალობის შედეგია, რაც საქართველოში მივიღეთ.

სამწუხაროდ, თუ ადამიანი ხმამაღლა მსჯელობს და თავისუფლად გამოთქვამს აზრს თუნდაც იმ დარგის შესახებ, სადაც თავს პროფესიონალად მიიჩნევს, და თუ ეს აზრი ხელისუფლებისას არ ემთხვევა, დღეს პოლიტიკურ აქტიურობად აღიქმება.

რაც შეეხება ხელისუფლების ბრალს, ჩემი მიზანი მათი დადანაშაულება არ ყოფილა. მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე, სამწუხარო ფაქტები.

- წერთ, რომ მზად გაქვთ ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა. არ გიცდიათ, ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის შეგეთავაზებინათ მისი განხორციელება?
- დღეს ეს შეუძლებელია. ფეხბურთის განვითარების პროგრამა არ არის მხოლოდ ქაღალდზე გაწერილი გეგმა, მე და ჩემი მეგობრები სერიოზულად და სიღრმისეულად განვიხილავთ ამ თემას. მაგრამ გეგმის შედგენა ერთია და, მისი განხორციელება - მეორე. პროგრამის შესრულებას სჭირდება კომპეტენტური სპეციალისტებისგან შემდგარი თანამოაზრეთა გუნდი, ვინც საზოგადოებისა და გულშემატკივრის წინაშე იკისრებს პასუხისმგებლობას ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანაზე. დღევანდელ სფფ-სთან თანამშრომლობა კი შეუძლებელია სწორედ იქ მომუშავე ადამიანების არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის გამო.

- თუკი ხელისუფლების ჩარევა უარყოფითად აისახება საფეხბურთო სფეროს განვითარებაზე, რატომ მოქმედებენ ასე?
- ეს შეკითხვა უცხოელი ჟურნალისტის მიერ დასმულს ჰგავს, ვისაც არაფერი სმენია ჩვენი ხელისუფლების მიერ დაშვებულ უამრავ შეცდომაზე. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას არ სურს ფეხბურთის განვითარება, მაგრამ ამ სფეროში შექმნილი ვითარება მათი არაკომპეტენტურობისა და დაბალი კულტურის მაჩვენებელია. ყველაფერში ჩარევა, ესმის თუ არა საკითხი, - ავტორიტარული რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენი ხელისუფლების მოქმედებაში ავტორიტარიზმის დანახვას კი სულაც არ სჭირდება დიდი პოლიტიკოსობა ან ექსპერტობა.

- არ აპირებთ, ჩამოხვიდეთ და აქტიურად შეუდგეთ წინასაარჩევნო კამპანიას?
- ეს ეტაპი მე და ჩემმა მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ გავიარეთ. გვქონდა უამრავი შეხვედრა როგორც საფეხბურთო წრეების წარმომადგენლებთან, ასევე გულშემატკივრებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. გავაცანით ჩვენი თვალსაზრისი, როგორ უნდა გვემოქმედა, მაგრამ სამწუხაროდ, ყრუ კედელს შევეჯახეთ. ამიტომ ჯერ უნდა ვიბრძოლოთ ქვეყანაში თავისუფალი სივრცის მოპოვებისთვის - ეს პიროვნულ ვალდებულებად და მოქალაქეობრივ პოზიციად მიმაჩნია და არა პოლიტიკაში აქტიურ ჩარევად, როგორც თქვენ ინტერვიუს დასაწყისში მკითხეთ.

აი, როცა მოვიპოვებთ თავისუფლებას, როცა ავტორიტარიზმის მაგივრად დემოკრატიას მივიღებთ, შემდეგ იქნება შესაძლებელი სხვადასხვა კამპანიის, მათ შორის - საარჩევნოს, განხორციელება.

- თქვენ კავშირი გაქვთ ფიფასა და უეფას წარმომადგენლებთან. მაღალჩინოსნებთან, თუ იცით რამე ამ ორგანიზაციებიდან სფფ-ში გადმორიცხული თანხების შესახებ, ან გსმენიათ თუ არა კონკრეტული კორუფციის ფაქტზე?
- ერთი ვიცი, რომ ფიფასგან და უეფასგან განხორციელებული გადარიცხვები საკმაოდ გამჭვირვალე პროცესია. ხოლო სფფ-ის არასწორი ფინანსური პოლიტიკის, ანუ იმის შესახებ, რომ ფული არასაჭირო საქმეებში იხარჯება, არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი აზრი.

რაც შეეხება კორუფციის ფაქტების გამოვლენას - ეს სცილდება ჩემს კომპეტენციას, მონაჭორზე კი არ მჩვევია მსჯელობა.

- ამ ყველაფრის შესახებ თუ გითქვამთ თქვენი მეგობრებისათვის უეფაში და თუ უთხარით, რატომ არ აისახა ეს სფფ-სადმი მათ მხარდაჭერაზე?
- შევეცდები განგიმარტოთ: ფიფაც და უეფაც საკმაოდ მკაცრად იცავენ ურთიერთობის წესებს. რა თქმა უნდა, კულუარულად მათ ყველა ამ ფაქტზე აქვთ ინფორმაცია, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ გამოძიების ჩატარებას, ეს ჩვენი შიდა პრობლემები, ჩვენი მოსაგვარებელი საქმეებია. როცა ქართული საფეხბურთო სამყაროს თითქმის უმრავლესობა დუმს და რეაქცია არ აქვს იმ უმსგავსობაზე, რაც სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხდება, როცა საზოგადოებაც და გულშემატკივარიც ყველაფერს არის შეგუებული, ცოტა უხერხულია ფიფას და უეფას მოვთხოვოთ პასუხი ან რეაგირება. კერძო საუბრებში კი მათი შეფასება ამ სიტუაციების შესაბამისია. ამბობენ, რომ ასეთ ქვეყნებში პიროვნული თვითშეგნება არის დაბალი, უმრავლესობას ასე უნდა ცხოვრება და, სამწუხაროდ, ვერც შევეკამათებით.

- ღია წერილში აღნიშნავთ, რომ მუშაობის ავკარგიანობა შედეგით განისაზღვრება. სფფ-ში თქვენი მოსვლისა და პროგრამის განხორციელების შემთხვევაში როდის დავინახავთ შედეგს?
- საერთოდ, თარიღების დასახელებისა და რაღაც ჩარჩოებში მოქცევის წინააღმდეგი ვარ, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი პროცესის მიმდინარეობაა და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება - საზოგადოება და გულშემატკივარი ყველაფერს თვალს მიადევნებს. მთავარია ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მოქმედება და დასახული გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება. ასეთ შემთხვევაში პირველ შედეგს მალე მივიღებთ და რაც მთავარია, ეს შედეგი რეგულარულად უნდა უმჯობესდებოდეს.

მარიამ დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო მიხეილ,

ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსაზრებები ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით და ძნელია არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ პროცესებში ხელისუფლება ნაკლებად უნდა ერეოდეს და საფეხბურთო სამყაროს მეტი ავტონომიურობა გააჩნდეს. აღნიშნული პრობლემა ჩვენს თავზეც არაერთხელ გამოვცადეთ მიუხედავად ჩვენი რედაქციის არსებობის ძალიან მცირე პერიოდისა. ეს ეხებოდა როგორც ტრანსლაციების საკითხს, სადაც ფედერაცია ან ვერაფერს წყვეტს და ან არ აინტერესებს, ისე ელემენტარულად წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიაში მისი მონაწილეობის საკითხს. მოგეხსენებათ ჩვენმა რედაქციამ ჩაატარა გამოკითხვა ჟურნალისტებსა და უმაღლესი ლიგის მწვრთნელებში (სულ 47 ადამიანი)და გამოავლინა წლის საუკეთესო 3 ფეხბურთელი, თუმცა ფედერაციას სურვილიც კი არ გამოუთქვამს რაიმე ფორმით ამ ღონისძიების მხარდაჭერისკენ (არ ვგულისხმობ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ სიტყვიერი მხარდაჭერაც კი არ ყოფილა). არადა მსგავსი ღონისძიება უკვე ჩატარდა სომხეთში, საქართველოში კი 3 წელია არ ჩატარებულა და არც არავის აინტერესებდა მისი ჩატარება.

მოკლედ ჩვენი ამ კომენტარის მთავარი მიზანი ის არის, რომ პირველ რიგში დაგარწმუნოთ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ ჩვენი რედაქციის მეშვეობითაც გაავრცელოთ ხოლმე თქვენი წერილები (ჩვენ ვართ აბსოლუტურად თავისუფალი და ობიექტური რედაქცია, და გვაქვს პრეტენზია ასეთებადვე დავრჩეთ და მივესალმებით ნებისმიერ სპორტულ რედაქციას, რომლებიც ასევე ცდილობენ იყვნენ ობიექტურნი და საბედნიეროდ ამის პრობლემა მაინც ჯერჯერობით არ დგას).

ახალი სპორტული ინტერნეტ რედაქცია
"ქომაგთა ლიგა"

qomagtaliga@gmail.com
ქომაგთა ლიგა
17:49 28-12-2011
0

სიახლეები პოპულარული