"ზესტაფონი" - თურქეთი აქტუალურია

AutoSharing Option
"ზესტაფონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 10 იანვრიდან შეუდგება, 8-სა და 9-ში კი ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმება ჩატარდება.

გეგმის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა შეკრების პირველი ეტაპი ზესტაფონში უნდა გაიარონ და აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გააკეთონ. თუმცა, უამინდობის შემთხვევაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თურქეთში გაემგზავრება.

იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ზესტაფონში ძლიერად თოვდა, არ არის გამორიცხული, ადგილზე სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესის წარმართვა ვერ მოხერხდეს და ანთალიაში გამგზავრება გახდეს აუცილებელი.

მთავარი შეკრება კი ესპანეთშია დაგეგმილი, სადაც, შეგახსენებთ, ფეროელები პრესტიჟულ "მარბელას თასზე" იასპარეზებენ.

ტურნირის წილისყრა ჯერაც არ გამართულა, თუმცა
უკვე ცნობილია, რომ გათამაშება პლეი ოფის სისტემით გაიმართება, მაგრამ ყველა გუნდი სამ მატჩს ჩაატარებს. სათამაშო დღეებია 3, 6 და 9 თებერვალი, "ზესტაფონის" გარდა კი ტურნირში მონაწილეობენ: "დინამო" (კიევი, უკრაინა), ცსკა (მოსკოვი, რუსეთი), "რუბინი" (ყაზანი, რუსეთი), "კრილია სოვეტოვი" (სამარა, რუსეთი), "რაპიდი" (ბუქარესტი, რუმინეთი), "ლეხი" (პოზნანი, პოლონეთი), "გუანჯოუ" (გუანჯოუ, ჩინეთი).

"ზესტაფონის" შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე უკვე არაერთხელ გაუწყეთ, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჯერაც უცნობია, სად გააგრძელებენ კარიერას კლუბიდან წასულები - ნიკა გელაშვილი და ირაკლი ძარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული