ამაში კი უდიდესი წვლილი ელგუჯა ქომეთიანს მიუძღოდა. "ბაიაში" მისი არაერთი აღზრდილი თამაშობდა და ფეხბურთელთაგან უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ქომეთიანს ბიჭები "დელ ბოსკეს" ეძახდნენ - სახელოვანი ესპანელი მწვრთნელის მსგავსად, გუნდში დისციპლინის დასამყარებლად არასდროს დასჭირვებია ხმის აწევა და ვინმეს დასჯა, დისციპლინის გარანტია
სარწმუნო ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე სეზონში ქომეთიანი ერთხელ უკვე თითქმის გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და მის ადგილზე ნაკლებად წარმატებული სპეციალისტი უნდა დაენიშნათ, მაგრამ ფეხბურთელებმა საოცარი სოლიდარობა გამოავლინეს და გამზრდელი მწვრთნელი უსამართლოდ და ყოვლად უმოტივაციოდ დათხოვნისგან დაიცვეს - სათამაშოდ გასვლას აღარ აპირებდნენ.
თუმცა ეს მაინც მოხდა და "ბაიას" ხელმძღვანელობამ ქომეთიანს საკუთარი გადაწყვეტილება საახალწლო პერიოდში აცნობა. გუნდის მესაჭის ადგილს კი გოჩა ტყებუჩავა დაიკავებს, რომელიც ამჟამად საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის.
"ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, უფრო კი ადრე, "ბაიას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვება მომიწევდა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ამბავი არ გამხარებია. თუმცა რას ვიზამ, ალბათ, ასე სჯობდა", - გვითხრა ქომეთიანმა.
არადა, იგი, როგორც ჩანს, მაინც ინარჩუნებდა იმის იმედს, რომ მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცემოდა. რამდენიმე დღის წინ ხომ "ლელოსთან" ინტერვიუში ქომეთიანმა ზამთრის მოსამზადებელ გეგმებზე ილაპარაკა და იმის იმედიც გამოთქვა, რომ წამყვანი ფეხბურთელების გასხვისების მიუხედავად, "ბაია" არ დასუსტდებოდა.
მან ჯერ ისიც არ იცის, მიეცემა თუ არა "ბაიაში" რაიმე სტატუსით დარჩენის საშუალება:
"კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არაფერი შემოუთავაზებია და დაველოდები, უახლოესი დღეების განმავლობაში რას მეტყვიან. თუ "ბაიაში" დავრჩი, ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას კლუბს ძველებურად მოვახმარ".
ქომეთიანმა შემცვლელი თბილად მოიხსენია: "გოჩა ტყებუჩავა ნიჭიერი სპეციალისტი და კარგი ადამიანია. მჯერა, მისი ხელმძღვანელობით "ბაია" წარმატებით იასპარეზებს".
"ბაიას" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში გატარებულ პერიოდს კი მოკლედ ასე აფასებს: "ეს დრო უქმად ნამდვილად არ გამიტარებია. ბედნიერი ვარ, რომ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელის, ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღის აღზრდაში მივიღე მონაწილეობა. თანამდებობიდან პირნათელი მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ "ბაია" მომავალშიც ღირსეული კლუბი იქნება".
ქომეთიანმა "ბაიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი წელიწადი გაატარა. მისი ხელმძღვანელობით ზუგდიდელებმა 2009-10 წლების სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულეს, წინა ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავეს და მე-6-ზე არიან უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაშიც.
გოჩა ტყებუჩავა კი კომენტარისგან ჯერ თავს იკავებს. "ბაია" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ხვალიდან შეუდგება და უახლოეს დღეებში ზუგდიდელთა ახალ თავკაცს, წესით, საკუთარ ხედვასა და გეგმებზე საუბრის სურვილიც უნდა გაუჩნდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამ პერიოდისათვის გაუმართებლად მიმაჩნია.