"ზესტაფონი" "მარბელას თასს" ცსკა-თი იწყებს

AutoSharing Option
გაიმართა "მარბელას თასის" წილისყრა და გაირკვა მასში მონაწილე "ზესტაფონის" პირველი მეტოქე. საქართველოს ჩემპიონები მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, მოსკოვის ცსკა-ს დაუპირისპირდებიან.

ამ კლუბს ქართველი გულშემატკივრების წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ცსკა, რომელსაც ლეონიდ სლუცკი წვრთნის, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

რუსულ პრემიერლიგაში არმიელები დღეისთვის მეორე ადგილზე არიან და ლიდერ "ზენიტს" 6 ქულით ჩამორჩებიან. გუნდის ღირსებას რუსეთის ნაკრების არაერთი წევრი იცავს - იგორ აკინფეევი, სერგეი იგნაშევიჩი, ტყუპები ალექსეი და ვასილი ბერეზუცკები და ალან ძაგოევი. ცსკა-ს
ლეგიონერებიც გამორჩეული ჰყავს - ლიტველი დეივიდას შემბერასი, იაპონელი კეისუკე ჰონდა, ჩილელი მარკ გონსალესი, ლატვიელი ალექსანდრს ცაუნია, ბრაზილიელი ვაგნერ ლავი და სხვები.

ცსკა-ს ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა 2005 წელს მოპოვებული უეფას თასია. მოკლედ, "ზესტაფონს" ერთობ სერიოზული გამოცდა ელის, რომელსაც, იმედია, წარმატებით ჩააბარებს.

თუ რუსული ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პოლონურ "ლეხსა" და რუსულ "კრილია სოვეტოვს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, მარცხის შემთხვევაში კი მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას მოუწევს და 6 თებერვალს ამავე წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

მეოთხედფინალის ყველაზე ძლიერი წყვილი კიევის "დინამო"- ყაზანის"რუბინია". ბადის ქვედა მხარესაა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული "დნიპროც".

შეგახსენებთ, "ზესტაფონი" "მარბელას თასზე" მეორედ მონაწილეობს. შარშან გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა მარგველებმა მეშვიდე ადგილი დაიკავეს. მეოთხედფინალში "ზესტაფონი" პრაღის "სპარტასთან" 0:5 განადგურდა, ნახევარფინალში კიევის "დინამოსთან" 2:2 ითამაშა და თერთმეტმეტრიანების სერიით დამარცხდა, მეშვიდე ადგილისთვის მატჩში კი პლოვდივის "ლოკომოტივს" 3:0 მოუგო.

"ზესტაფონი" ესპანურ შეკრებაზე ერთ საკონტროლო მატჩს "მარბელას თასის" დაწყებამდეც გამართავს. დღეს კი ფეროელები წლის პირველ შეხვედრაში "გაგრას" უმასპინძლებენ. მატჩი "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზეა დაგეგმილი, თუმცა გამორიცხული არც ის არის, შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდეს.

ესპანეთში წასვლამდე საინტერესო კიდევ ის იქნება, რომ "ზესტაფონი" საზოგადოებას შვიდ ახალწვეულს საზეიმო ვითარებაში წარუდგენს.

ქვემოთ კი "მარბელას თასის" სრულ გრაფიკსაც გაეცნობით.

3 თებერვალი
მეოთხედფინალი
1. ცსკა (რუსეთი)-ზესტაფონი (საქართველო)
2. ლეხი (პოლონეთი)-კრილია სოვეტოვი (რუსეთი)
3. დინამო (უკრაინა)-რუბინი (რუსეთი)
4. გუანჯოუ (ჩინეთი)-დნიპრო (უკრაინა)

6 თებერვალი
ნახევარფინალი
1-ის გამარჯვებული - 2-ის გამარჯვებული
3-ის გამარჯვებული - 4-ის გამარჯვებული

სანუგეშო ეტაპი
1-ის დამარცხებული - 2-ის დამარცხებული
3-ის დამარცხებული - 4-ის დამარცხებული

9 თებერვალი
მატჩი მე-7 ადგილისთვის
მატჩი მე-5 ადგილისთვის
მატჩი მე-3 ადგილისთვის
ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ არ წავაგეთ ცსკს-თან მაგრად გაასწორებს! არა და ძლიერი გუნდია
TaroSochi
12:28 16-01-2012
0
არც ისე კარგი გუნდია ჩემი აზრით შანსები 50 50 % ზეა ... წარმატებები ყველა ქართულ გუნდს და ფეხბურთელს ..

უშენოდ მოსაწყენია ლევან !!!
ლეგენდა
13:02 16-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული