"ვიტ ჯორჯია" - სპარინგები მცხეთაშიც და ბელექშიც

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯია" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 8 იანვარს შეუდგა. პირველ დღეებში აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდებოდა, შემდეგ კი ფეხბურთელები სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებას შეუდგნენ. საწვრთნელი პროცესი ჯერჯერობით "მცხეთა პარკზე" მიმდინარეობს. დღეისთვის "ვიტ ჯორჯიას" მთავარ გუნდში 28 ფეხბურთელი ვარჯიშობს.

დაიგეგმა პირველი საკონტროლო მატჩიც - ხვალ "ვიტ ჯორჯია" მცხეთაში პირველი ლიგის ბინადარ სტუ-ს უმასპინძლებს. პირველი მოსამზადებელი ეტაპი 24 იანვრამდე გაგრძელდება და მანამდე ზურაბ ბერიძის გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

გადაწყდა უცხოური შეკრების საკითხიც. ვეტერინარები თურქეთში, ანთალიის სიახლოვეს მდებარე დაბა ბელექში გაემგზავრებიან და იქ
შეკრებაზე 25 იანვრიდან 7 თებერვლამდე დარჩებიან. თურქეთში "ვიტ ჯორჯია" სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

გუნდის განკარგულებაში უმაღლესი ხარისხის მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა და საცურაო აუზი იქნება.

"ვიტ ჯორჯია" ბელექში 35-კაციანი დელეგაციით გაემგზავრება, საიდანაც ფეხბურთელი 24 იქნება. ამ 24 მოთამაშის ვინაობა 23 იანვრისთვის გაირკვევა.

შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ვიტ ჯორჯიადან" სამი ფეხბურთელი წავიდა - გიორგი ხუმარაშვილი, ირაკლი სიხარულიძე და გიორგი ოთარიშვილი. დუბლშემადგენლობიდან ძირითად გუნდში კი შვიდი მოთამაშე გადაიყვანეს - ოთარ ჯავაშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე, ვაჟა ხურცილავა, შოთა დავლაშელიძე, ანდრო სოფრომაძე, ნიკა ჯოლოხავა და გიორგი კალანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული