დაიგეგმა პირველი საკონტროლო მატჩიც - ხვალ "ვიტ ჯორჯია" მცხეთაში პირველი ლიგის ბინადარ სტუ-ს უმასპინძლებს. პირველი მოსამზადებელი ეტაპი 24 იანვრამდე გაგრძელდება და მანამდე ზურაბ ბერიძის გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
გადაწყდა უცხოური შეკრების საკითხიც. ვეტერინარები თურქეთში, ანთალიის სიახლოვეს მდებარე დაბა ბელექში გაემგზავრებიან და იქ
გუნდის განკარგულებაში უმაღლესი ხარისხის მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა და საცურაო აუზი იქნება.
"ვიტ ჯორჯია" ბელექში 35-კაციანი დელეგაციით გაემგზავრება, საიდანაც ფეხბურთელი 24 იქნება. ამ 24 მოთამაშის ვინაობა 23 იანვრისთვის გაირკვევა.
შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ვიტ ჯორჯიადან" სამი ფეხბურთელი წავიდა - გიორგი ხუმარაშვილი, ირაკლი სიხარულიძე და გიორგი ოთარიშვილი. დუბლშემადგენლობიდან ძირითად გუნდში კი შვიდი მოთამაშე გადაიყვანეს - ოთარ ჯავაშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე, ვაჟა ხურცილავა, შოთა დავლაშელიძე, ანდრო სოფრომაძე, ნიკა ჯოლოხავა და გიორგი კალანდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"