შოთა არველაძე და ზურაბ იონანიძე - ყველა დროის ბომბარდირებში

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მსოფლიოს ყველა დროის 320 საუკეთესო ბომბარდირთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც უმაღლეს ლიგის მატჩებში 200 გოლზე მეტი გაუტანიათ. ბომბარდირთა სიაში ორი ქართველი თავდამსხმელიც მოხვდა.  

შოთა არველაძეს 430 შეხვედრაში 263 გოლი აქვს გატანალი და ამ მაჩვენებლით 91-ე პოზიციაზე იმყოფება. სიაში მეორე ქართველი თავდამსხმელი კი ზურაბ იონანიძეა, რომელმაც 482 მატჩი ჩაატარა და 231 გოლი გაიტანა. იონანიძეს 186-ე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ  შოთა არველაძე კარიერის განმავლობაში ოთხი ქვეყნის ხუთი გუნდის ღირსებას იცავდა: "დინამო" (საქართველო), "ტრაბზონსფორი" (თურქეთი), "აიაქსი" (ჰოლანდია),
"რეინჯერსი" (შოტლანდია) და "ალკმაარი" (ჰოლანდია). საქართველოს ნაკრების ბომბარდირი კარიერის ბოლოს "ლევანტეშიც" ასპარეზობდა, თუმცა იქ გოლი არ გაუტანია.

ზურაბ იონანიძეს გოლები საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის უმაღლეს ლიგებში გაჰქონდა: "სამგურალში" (წყალტუბო), "ტორპედოში" (ქუთაისი), "სამტრედიაში", "ჟემჩუჟინაში" (სოჭი), "ლოკომოტივში" (ნიჟნი ნოვგოროდი), "ტავრიაში" (სიმფეროპოლი) და "ზესტაფონში".

მსოფლიოს ყველა დროის ბომბარდირთა პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. პელე (ბრაზილია)                                        560 (მატჩი)   541 (გოლი)
2. იოზეფ ბიცანი (ჩეხოსლოვაკია)                   341     518
3. ფერენც პუშკაში (უნგრეთი)                        533     511
4. რომარიო (ბრაზილია)                                  612     489
5. რობერტო "დინამიტი" (ბრაზილია)              758    470
6. იმრე შლოსერი (უნგრეთი)                          318    417
7. დიულა ჟენგელერი (უნგრეთი)                   394    416
8. ჯეიმს მაკგრორი (შოტლანდია)                   408    410
9. ზიკო (ბრაზილია)                                        596    406
10. გერჰარდ მულერი (გერმანია)                    507    405

91. შოთა არველაძე (საქართველო)           430    263
186. ზურაბ იონანიძე (საქართველო)        482    231

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კარგია თუმცა ეხლანდელი მოქმედი ფეხბურთელი შეძლებს იგივეს განმეორებას?ქართველებზე მაქვს საუბარი თორე უცხოელებს რას დავეძებ,რაღაც არა მგონია სამწუხაროდ
vasiko basiladze
10:54 18-01-2012
0

სიახლეები პოპულარული