"დინამოს" "ესპანიოლთან" რომან ფიფიაც უქომაგებს

AutoSharing Option
დღეს საღამოს ჩვენი დროით 19:30 საათზე თბილისის "დინამო", რომელიც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში შეკრებაზე იმყოფება, პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე "ესპანიოლს" დაუპირისპირდება.

თუმცა აქვე დაგიზუსტებთ, ქართული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, "ესპანიოლი" იმ ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც დღეს "მირანდესთან" ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში არ მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული მატჩი ესპანური გუნდის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება, რომელსაც "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფიაც დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ "ესპანიოლთან" გასამართი ამხანაგური შეხვედრა "დინამოსთვის" ესპანეთში ყოფნის დროს რიგით მეორე იქნება. პირველი მატჩი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა არანაკლებ ტიტულოვან ალჟირის "კაბელიასთან" გამართა
და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა. გამარჯვების გოლი "დინამოს" ესპანელი ლეგიონერის მიკელ ალვაროს ანგარიშზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ე რა მეგონა რო პირველ გუნდს რთამაშებოდა თორე მეორე და დუბლებს თუ ეტამაშნენ ეგ რათ გინდა
gaga
20:19 17-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული