"ვიტ ჯორჯია" აღარავის დაიმატებს

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ "ვიტ ჯორჯიამ" 22 წლის მეკარე ნიკა დაუშვილს გაუფორმა კონტრაქტი, მანამდე ძირითად გუნდში დუბლშემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი გადაიყვანეს და ვეტერინართა დაკომპლექტება ამით დასრულდა.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ გვითხრა, ნაკლებად სავარაუდოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ვინმე დაიმატონ.

"საკმაოდ ძლიერი და დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს, რომელსაც ჩვენი მთავარი ამოცანის, უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის წარმატებით გადაჭრა შეუძლია. ასე რომ, სეზონს დღეს არსებული შემადგენლობა ჩაამთავრებს", - აცხადებს ბერიძე.

დაუშვილის შესახებ კი მისი აზრი ასეთია:

"მართალია, მის გარდა სამი კარგი მეკარე
გვყავდა, მაგრამ მისი დამატებაც საჭიროდ მივიჩნიეთ. სრულყოფილებამდე ბევრი უკლია, მაგრამ უდავოდ საინტერესო და პერსპექტიული მოთამაშეა და თუ ბევრი იმუშავა, მაღალი დონის გოლკიპერად ჩამოყალიბდება".

დღეს "ვიტ ჯორჯია" "მცხეთა პარკზე" ამხანაგურად "ზოოვეტს" უმასპინძლებს, შემდეგ "ბენდელას თასზე" ჩაერთვება, სამზადისის დასკვნით ნაწილს კი თურქეთში გაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული