"ზესტაფონი" კახა ალადაშვილსა და გოგი ფიფიას მადლობით დაემშვიდობა

AutoSharing Option
28 წლის კახა ალადაშვილი და 26 წლის გოგი ფიფია ამიერიდან "ზესტაფონის" ფეხბურთელები აღარ არიან - იმის მიუხედავად, რომ მხარეებს ერთმანეთთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდათ, კლუბმა ფეხბურთელების ინტერესები გაითვალისწინა და მათ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა.

ალადაშვილი ბოლო დროს ფეროელთა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა, ფიფია კი მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ მხოლოდ შეცვლებზე თამაშობდა. მიმდინარე ჩემპიონატში ალადაშვილის ანგარიშზე 8 მატჩია (აქედან 7 ძირითადში), ფიფიამ კი 9 შეხვედრა ჩაატარა და სასტარტოში მხოლოდ ორჯერ იყო. მან ერთი გოლი გაიტანა.

ალადაშვილს გორის "დილაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, ფიფიამ კი,
შესაძლოა, კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს.

"ორივე მათგანმა ჩვენი კლუბის წარმატებისთვის ბევრი რამ გააკეთა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით და კარიერასა და ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებთ", - გვითხრა "ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული