"ვიტ ჯორჯიას" მეორე გამარჯვება მეორე სპარინგში

AutoSharing Option
ვიტ ჯორჯია-ზოოვეტი 3:0
გოლები: 1:0 ლობჯანიძე (52), 2:0 ჯუღელი (61. პენ.), 3:0 ჯაყელი (90)
ვიტ ჯორჯია პირველ ტაიმში: ძაძამია, ხურცილავა, გოგიაშვილი, ადამაძე, ღანიაშვილი, ვასაძე, გურამ გურეშიძე, გიორგი გურეშიძე, კორიფაძე, ზაქრაძე, ჩიმაკაძე.
მეორე ტაიმში: ნ. დაუშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, კასრაძე, ჯავაშვილი, ჯაყელი, დავლაშელიძე, ვაშაკიძე, ჯოლოხავა (კუხალეიშვილი), ჯუღელი, ლობჯანიძე.

"ვიტ ჯორჯიამ" მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ქვედალიგელთან დაპირისპირება ისევ მოიგო. ზურაბ ბერიძის გუნდმა მცხეთაში ამჯერად "ზოოვეტი" მიიღო და 3:0 გაიმარჯვა.

შეხვედრა არცთუ სახარბიელო მეტეოპირობებში გაიმართა. "მცხეთა პარკის" ხელოვნური გაზონიდან თოვლის გადახვეტა გახდა საჭირო. სამივე
გოლი მეორე ტაიმში გავიდა, როცა ვეტერინარებმა ნაკლებად ძლიერი შემადგენლობით ითამაშეს. "ვიტ ჯორჯიაში" პირველად ითამაშა ახალწვეულმა მეკარემ ნიკოლოზ დაუშვილმა.

თუ ამინდმა კალენდარში კორექტივები არ შეიტანა, "ვიტ ჯორჯია" ხვალ "ბენდელას თასზე" ჩაერთვება, სადაც მისი პირველი მეტოქე გორის "დილა" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული