გოლები: 1:0 ლობჯანიძე (52), 2:0 ჯუღელი (61. პენ.), 3:0 ჯაყელი (90)
ვიტ ჯორჯია პირველ ტაიმში: ძაძამია, ხურცილავა, გოგიაშვილი, ადამაძე, ღანიაშვილი, ვასაძე, გურამ გურეშიძე, გიორგი გურეშიძე, კორიფაძე, ზაქრაძე, ჩიმაკაძე.
მეორე ტაიმში: ნ. დაუშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, კასრაძე, ჯავაშვილი, ჯაყელი, დავლაშელიძე, ვაშაკიძე, ჯოლოხავა (კუხალეიშვილი), ჯუღელი, ლობჯანიძე.
"ვიტ ჯორჯიამ" მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ქვედალიგელთან დაპირისპირება ისევ მოიგო. ზურაბ ბერიძის გუნდმა მცხეთაში ამჯერად "ზოოვეტი" მიიღო და 3:0 გაიმარჯვა.
შეხვედრა არცთუ სახარბიელო მეტეოპირობებში გაიმართა. "მცხეთა პარკის" ხელოვნური გაზონიდან თოვლის გადახვეტა გახდა საჭირო. სამივე
თუ ამინდმა კალენდარში კორექტივები არ შეიტანა, "ვიტ ჯორჯია" ხვალ "ბენდელას თასზე" ჩაერთვება, სადაც მისი პირველი მეტოქე გორის "დილა" იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"