პირველი ფან-შოპი საქართველოში "ზესტაფონისაა"

AutoSharing Option
"ზესტაფონი" პირველი ქართული კლუბია, რომელსაც საკლუბო ატრიბუტიკის მაღაზია ექნება. თითქოსდა ელემენტარული საერთაშორისო ნორმა დღემდე საქართველოში არავის დაუკმაყოფილებია და იმედია, "ზესტაფონის" მაგალითს ჩვენი სხვა კლუბებიც მიბაძავენ.

მაღაზია ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის შენობაში გაიხსნა და იქ "ზესტაფონის" ქომაგებს საყვარელი კლუბის სიმბოლიკით დამშვენებული უამრავი ნივთის შეძენა შეეძლებათ - იყიდება მაისურები, კაშნეები, ზურგჩანთები, ქუდები, ჭიქები, სანთებელები და სხვადასხვა სუვენირი.

უახლოეს მომავალში "ზესტაფონი" "ფან-შოპის" გახსნას თბილისშიც გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული