"ზესტაფონს" მარბელაზე მეტოქე შეუცვალეს

AutoSharing Option
არ ვიცით, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ მარბელაში გასამართი "კოსტა დელ სოლის" რვაგუნდიანი გათამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა წილისყრის შედეგები შეცვალა და "ზესტაფონის" მეტოქე მეოთხედფინალში არა მოსკოვის ცსკა, არამედ ჩინური "გუანჯოუ" იქნება.

ამის შესახებ ესპანელებმა "ზესტაფონს" ოფიციალურად აცნობეს.

"ზესტაფონი" ჩინელებს 3 თებერვალს დაუპირისპირდება და თუ გაიმარჯვა, 6 თებერვალს ნახევარფინალში ყაზანის "რუბინსა" და რუმინულ "ტიმიშოარას" შორის მოგებულს შეხვდება. მარცხის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონები მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და ამავე წყვილში დამარცხებულს გაეჯიბრებიან.

ცსკა სატურნირო ბადის მეორე მხარეს გადაიყვანეს და დანარჩენმა ორმა წყვილმა ასეთი სახე მიიღო:
ცსკა-ლეხი (პოლონეთი), კრილია სოვეტოვი (რუსეთი)-დინამო (უკრაინა).

ბუნებრივია, ცსკა-ზე ნაკლები ძალის გუნდია, თუმცა არც მასთან დაპირისპირება იქნება იოლი - "გუანჯოუ" ხომ ჩინეთის ჩემპიონია. უახლოესი მდევარი 15 ქულით ჩამოიტოვა და 30-ტურიან ჩემპიონატში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა.

"გუანჯოუს" ფეხბურთელთა სახელები ბევრს არაფერს გეტყვით. მხოლოდ იმას შევნიშნავთ, რომ ჩინელებთან ერთად კლუბის ღირსებას სამხრეთკორეელი, ბრაზილიელი და არგენტინელი ლეგიონერები იცავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული