გიორგი აბურჯანიამ ბელგიურ "გენკში" დუბლით დაიწყო

AutoSharing Option
გიორგი აბურჯანიამ ბელგიურ "გენკში" სინჯები წარმატებით დაიწყო. "გენკის" 19-წლამდელთა გუნდში ჩატარებულ პირველივე საკონტროლო მატჩში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა დუბლი შეასრულა. "გენკმა" ის შეხვედრა "აალსტის" 19-წლამდელებს 3:2 მოუგო.

აბურჯანია ბელგიაში კიდევ ათი დღე დარჩება, რამდენიმე ტესტ-მატჩს ჩაატარებს და მისი "გენკში" დარჩენა-არდარჩენის საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება.

შეგახსენებთ, აბურჯანიათი შემოდგომაზე შვეიცარიული "ბაზელი" იყო დაინტერესებული და ქართველი ნახევარმცველის იქ გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტრანსფერი ვერ განხორციელდა. იმედია, ამჯერად ყველაფერი კარგად
დასრულდება. გიორგი რუსთავის "მეტალურგის" საკუთრებაა.

თუ "გენკმა" კონტრაქტი გაუფორმა, აბურჯანია თავდაპირველად 19-წლამდელებში ითამაშებს და მთავარ გუნდში დამკვიდრების შანსი მომავალი სეზონიდან მიეცემა.

ცნობისთვის, "გენკი" დღეისთვის ბელგიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული