"ვიტ ჯორჯია": პირველი გუნდი თურქეთში, დუბლები - ბენდელაზე

AutoSharing Option
სხვების მსგავსად, თურქეთში გასამგზავრებლად ემზადება "ვიტ ჯორჯიაც". გუშინ ზურაბ ბერიძის გუნდმა "ბენდელას თასზე" მეორე მატჩი ჩაატარა, დღეს კი უცხოურ შეკრებაზე წავა. თანმიმდევრობით მივყვეთ.

ვეტერინარებმა "ბენდელაზე" მეორე მატჩიც იოლად მოიგეს. "ვიტ ჯორჯიამ" სოხუმის "აეტი" 6:1 გაანადგურა. ვიტელებმა საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს, როცა მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ბესიკ ჩიმაკაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი გიორგი კორიფაძის, ლევან კუხალეიშვილისა და ოთარ ჯავაშვილის ანგარიშზეა.

"ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში: ძაძამია - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - ვასაძე, გურამ გურეშიძე - კორიფაძე, გიორგი გურეშიძე, ზაქრაძე
– ჩიმაკაძე.
მეორე ტაიმში: ნ. დაუშვილი - გეთიაშვილი, კალანდია, კასრაძე, ჯავაშვილი - ჯოლოხავა, ჯაყელი, დავლაშელიძე, ჯუღელი (70. ვაშაკიძე) - ლობჟანიძე, კუხალეიშვილი.

"ბენდელას თასზე" ასპარეზობას "ვიტ ჯორჯიას" დუბლშემადგენლობა გააგრძელებს, მთავარი გუნდი კი თურქეთში ამ შემადგენლობით გაემგზავრება:

მეკარეები: გიორგი ძაძამია, ნიკოლოზ დაუშვილი, ჯინო რეჭია;
მცველები: გიორგი გეთიაშვილი, ლაშა კასრაძე, გიორგი კალანდია, ოთარ ჯავაშვილი, დავით ხურცილავა, რევაზ ღანიაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გურამ ადამაძე;
ნახევარმცველები: გიორგი ვასაძე, გურამ გურეშიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გურეშიძე, ვახტანგ ჯაყელი, შოთა დავლაშელიძე, გიორგი ჯანელიძე;
თავდამსხმელები: ბესიკ ჩიმაკაძე, ელგუჯა ლობჯანიძე, გიგა ჯუღელი, ლევან კუხალეიშვილი, ბექა ზაქრაძე, გიორგი ვაშაკიძე.

"ვიტ ჯორჯია" თურქეთში 35-კაციანი დელეგაციით მიდის. ანთალიის მახლობელ დაბა ბელექში ბერიძის გუნდი ორ კვირას დაჰყოფს და იქ რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული