"ზესტაფონი" ესპანეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ჩემპიონები ესპანეთში, სასტუმრო ”H 10 Estepona Palace”-ში დაბინავდებიან

დღეს, გამთენიისას "ზესტაფონი" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 10 თებერვლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონები იქ ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 31 იანვარს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" შეხვდება, 3 თებერვალს კი ჩინურ "გუანჯოუსთან" მატჩით "მარბელას თასზე" ასპარეზობას დაიწყებს.

ამ ტურნირზე "ზესტაფონი" მომდევნო შეხვედრებს 6 და 9 თებერვალს გამართავს.

გუნდს ტრავმის გამო ვერ გაჰყვა ზუგდიდის "ბაიადან" შეძენილი ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია. ფეროელები ესპანეთში 25 ფეხბურთელით გაემგზავრნენ:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი;
მცველები:
თეიმურაზ ღონღაძე, ზაალ ელიავა, ედიკ საჯაია, გიორგი ონიანი, გიორგი ხიდეშელი, ალექსი ბენაშვილი, მამუკა კობახიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე;
ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან შარიქაძე, გოგა ბერაია, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი;
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, აბაიომი ოვონიკოკო, დავით მუჯირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული