დღეს, გამთენიისას "ზესტაფონი" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 10 თებერვლამდე დარჩება.
შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონები იქ ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 31 იანვარს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" შეხვდება, 3 თებერვალს კი ჩინურ "გუანჯოუსთან" მატჩით "მარბელას თასზე" ასპარეზობას დაიწყებს.
ამ ტურნირზე "ზესტაფონი" მომდევნო შეხვედრებს 6 და 9 თებერვალს გამართავს.
გუნდს ტრავმის გამო ვერ გაჰყვა ზუგდიდის "ბაიადან" შეძენილი ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია. ფეროელები ესპანეთში 25 ფეხბურთელით გაემგზავრნენ:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი;
მცველები:
ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან შარიქაძე, გოგა ბერაია, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი;
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, აბაიომი ოვონიკოკო, დავით მუჯირი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"