სპარტაკი-მერანი 2:2
გოლები: 0:1 ბოხუა (10), 1:1 გაბაშვილი (11. მიქაძის პასით), 2:1 ორბელაძე (25. გ. გველესიანის პასით), 2:2 გ. მანწკავა (65)
სპარტაკი: ლ. ძაგანია, ჭაფოძე, გ. გველესიანი, ორბელაძე, ნ. მაისურაძე, გუგა მიქაძე, დ. ლომაია, თ. შონია, შარაშენიძე, ჩაფიძე, გაბაშვილი.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: მერეჩკო, ტეტუნაშვილი, ბურძენაძე, ლობჯანიძე, თუხარელი, მ. ჯიშკარიანი, ლ. მელქაძე.
მერანი: შენგელია, კიკალიშვილი, გეგეჭკორი, მელიავა, წოწორია, მამუდოვი, ფონიავა, ბოხუა, ტორაძე, იობაშვილი, ლ. ჩალაძე.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: შეროზია, გ. ჟვანია, სუხიაშვილი, დიდავა, მანწკავა, ე.
არბიტრი: თ. გვანცელაძე
გუშინ "ბენდელას" ხელოვნურსაფრიან მოედანზე საკონტროლო მატჩში ერთმანეთს ცხინვალის "სპარტაკი" და მარტვილის "მერანი" დაუპირისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და, თოვლის მიუხედავად, საინტერესოდ წარიმართა. საბოლოოდ, შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.
მატჩის დებიუტში ორი სწრაფი გოლი გავიდა - მე-10 წუთზე მარტვილელები ახალწვეულმა გიგა ბოხუამ დააწინაურა, რასაც რამდენიმე წამში გუგა მიქაძის პასი და "სპარტაკის" ახალწვეულის, კონსტანტინე გაბაშვილის გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმის შუაწელში გიორგი გველესიანის გადაცემით გამოცდილმა სერგი ორბელაძემ სპარტაკელები წინ გაიყვანა და ტაიმიც ასე დასრულდა.
შესვენებაზე მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს და მეორე ტაიმშიც ორივე გუნდის კართან არაერთი ხიფათი შეიქმნა. "მერანი" მარცხს გიორგი მანწკავას გოლით გადაურჩა.
საინტერესოა, რომ "სპარტაკის" თავკაცმა ვლადიმერ ხაჩიძემ ცენტრალური მცველები, დავით ლომაია და უჩა ბურძენაძე საყრდენ ნახევარმცველებად ათამაშა. წყვილმა ამ ამოცანას თავი ნორმალურად გაართვა.
"მერანის" დაკომპლექტება, ფაქტობრივად, დასრულებულია, "სპარტაკში" კი რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ აკვირდებიან და სამწვრთნელო შტაბი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"