"ვიტ ჯორჯია" თურქეთს გერმანელებთან თამაშით იწყებს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი "ვიტ ჯორჯია" პირველ სპარინგს 28 იანვარს გამართავს. ბელექში ვეტერინართა მეტოქე გერმანული ობერლიგის ბინადარი "შიონაიხე" იქნება.

მატჩი "კაია ბელექის" კომპლექსის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

ცნობისთვის, ზემოთ ნახსენები კლუბი გერმანული ობერლიგის თავის დივიზიონში პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეექვსეა. გერმანელებთან ერთად, გუნდის ღირსებას ჩეხი, ამერიკელი, ავსტრიელი, ესპანელი, ფრანგი, ბულგარელი, კამერუნელი და რუსი ფეხბურთელები იცავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული