ბოლო წვრთნებს ზურაბ მენთეშაშვილი და ფეროელთა ახალწვეული გურამ სამუშია დააკლდნენ, მაგრამ მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
"ზესტაფონს" ესტეპონაში ფიზიკური მომზადებისა და ფიზიოთერაპიის ბელგიელმა სპეციალისტმა, ჟუსენ კუნმა ჩააკითხა. იგი სახელგანთქმული თანამემამულე ქირურგის, დოქტორ მარტენსის კლინიკასთან თანამშრომლობს და ცოტა ხნის წინ გიორგი ხიდეშელისა და ზურაბ მენთეშაშვილის სარეაბილიტაციო პერიოდის მიმდინარეობას კურირებდა.
ხიდეშელსა და მენთეშაშვილს ძველი პრობლემები, ფაქტობრივად,
კუნი მისი კონდიციებით კმაყოფილი დარჩა და იომის ახალი დავალებები მისცა. ბელგიელი სპეციალისტის ვარაუდით, იგი საერთო ჯგუფს მალე შეუერთდება.
დღეს კი მარბელას საფეხბურთო ცენტრში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პირველ ესპანურ სპარინგს გამართავს - მისი მეტოქე დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება და ქართველ გულშემატკივრებს მისი ნახვა ინტერნეტის მეშვეობით შეეძლებათ.
"დნიპრო" ჩვენთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი კლუბია, მაგრამ მის შესახებ მცირე ინფორმაციას მაინც მოგაწვდით.
დნეპროპეტროვსკელებს ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ხუანდე რამოსი წვრთნის, რომელმაც "სევილიას" ევროპის ლიგა ორჯერ მოაგებინა და გარკვეული პერიოდი მადრიდის "რეალშიც" გაატარა.
ვერ ვიტყვით, რომ მიმდინარე სეზონში "დნიპრო" წარმატებით ასპარეზობს - უკრაინის ჩემპიონატში დღეისთვის მეოთხეა და ლიდერ კიევის "დინამოს" 19 ქულით ჩამორჩება, უკრაინის თასს კი მერვედფინალიდან გამოეთიშა. ცხადია, ეს შედეგები "დნიპროს" ამბიციებს არ შეეფერება.
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ხორვატიის ნაკრების წევრი ნიკოლა კალინიჩია. "დნიპროს" ღირსებას უკრაინის ნაკრების არაერთი წევრი იცავს, ლეგიონერთაგან კი, კალინიჩის გარდა, გამოსარჩევნი არიან ჩეხი მეკარე იან ლაშტუვკა და განელები - სამუელ ინკუმი და დერეკ ბოატენგი.
"დნიპრო" 1993 წელს უკრაინის ჩემპიონი გახდა, მას შემდეგ კი ქვეყნის თასი სამჯერ მოიგო. გასული საუკუნის 80-იან წლებში დნეპროპეტროვსკელები 2-ჯერ გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და ერთხელაც - თასის მფლობელები.
ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე, ბექა გოცირიძე, სანდრო კობახიძე - ეს ის ქართველები არიან, რომლებსაც სხვადასხვა დროს და მეტ-ნაკლები წარმატებით უთამაშიათ "დნიპროში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"