დინამო: ლორია - ოდიკაძე, ჰომოლა (28. ჯიღაური), კვეკვესკირი (79. რობერტინიო), ლომიძე - პაპავა, ალვარო (46. გურული), კოშკაძე - გოგუა, რობერტინიო (74. კოტო), ჩისკო (36. იაგუე).
გაფრთხილება: გოგუა (39), ოდიკაძე (57), ჯიღაური (82)
"დინამოში" ძალიან ბევრი რამაა დასალაგებელი - ეს ალექს გარსიას მწვრთნელობის დროსაც კარგად ჩანდა და იგივე სურათი ვიხილეთ მისი წასვლის შემდეგაც. "გუანჯოუ" ჩინეთის ჩემპიონია, მაგრამ აბა როგორ ვუწოდოთ დაუმარცხებელი მეტოქე.
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებმა ესპანური შეკრება მწარე მარცხით დაასრულეს და საკუთარი ქომაგები კიდევ ერთხელ შეაშფოთეს.
თუ ვინმე თავს იმით
არ ვიცით, კონკრეტულად რას გულისხმობდა დისციპლინაში "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია, მაგრამ თუ ფეხბურთელთა ქცევას გულისხმობდა, უდავოდ უნდა დავეთანხმოთ - გუნდის ესპანური ტესტ-მატჩებისას, განსაკუთრებით კი ბოლო შეხვედრაში, ინტერნეტ-ტრანსლაციას ფონად დინამოელთა განუწყვეტელი ბილწსიტყვაობა გასდევდა. საფეხბურთო მოედანი მეცნიერებათა აკადემია ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს უწმაწურობები, რითაც ფეხბურთელები ძირითადად, ერთმანეთს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ყურს მაინც ზომაზე მეტად ჭრიდა. ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ გუნდში არ არის ჯანსაღი გარემო.
თამაშზე კი რა უნდა ვთქვათ - "დინამოს" შემადგენლობაში საუკეთესო იყო მეკარე გიორგი ლორია, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. ტრავმების გამო "დინამოს" აკლდნენ მერებაშვილი, ძარია, თომაშვილი, ხოჭოლავა, ანდრეუ, რეხვიაშვილი, ხმალაძე, პარუნაშვილი და კაკუბავა.
გიორგი დევდარიანი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას ჯერ არ შესდგომია. ესპანეთში იგი ამ მატჩის შემდეგ ჩავიდა, მაგრამ ამას დიდი აზრი აღარ უნდა ჰქონდეს - "დინამომ" ხომ იქ ბოლოჯერ ითამაშა.
"გუანჯოუსთან" სათამაშოდ გუნდი ნესტორ მუმლაძემ გაიყვანა. ახალ სამწვრთნელო შტაბს წინამორბედისგან მძიმე მემკვიდრეობა ერგო და გუნდის სათანადო სიმაღლეზე ასაყვანად დიდი შრომა დასჭირდება.
გოლები მე-11, 70-ე და 86-ე წუთებზე გავიდა, გატანილი ბურთების ავტორების გვარები კი, გვერწმუნეთ, არაფერს გეტყვით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
და მერე მეორე დინამო ეთამაშა გუანჯაოს და ზესტა დნიპროს და ამ ორ მეტოქეს შორის მგონი დიდი განსხვავებაა...