თბილისის "დინამო" მსოფლიოში 120-ეა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მსოფლიოს მორიგი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოდან კვლავინდებურად სამი კლუბია წარმოდგენილი. რეიტინგი ამჯერადაც 400 კლუბისგან შედგება.

თბილისის "დინამომ" 120-ე პოზიცია შეინარჩუნა, "ზესტაფონი" 173-ედან 176-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, რუსთავის "მეტალურგი" კი, რომელიც წინა თვეში 187-ე იყო, ახლა 191-ეა.

საუკეთესო ათეულში მინიმალური ცვლილებებია. იქ მოხვდა გერმანული "შალკე", საიდანაც პორტუგალიური "პორტუ" გამოაძევა.

აღსანიშნავია, რომ ზეათეულში ჩილეს ორი წარმომადგენელია. პირველი შვიდი კლუბის თანმიმდევრობა ახალ რეიტინგში უცვლელად დარჩა.

1. ბარსელონა (ესპანეთი)
2. რეალი (ესპანეთი)
3. ველეს სარსფილდი (არგენტინა)
4.
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
5. მაჩესტერ სიტი (ინგლისი)
6. სანტოსი (ბრაზილია)
7. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)
8. უნივერსიდად კატოლიკა (ჩილე)
9. სპორტინგი (პორტუგალია)
10. შალკე (გერმანია)
...120. დინამო
...176. ზესტაფონი
...191. მეტალურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული