რუბინი-ზესტაფონი 5:1 - საქართველოს ჩემპიონი ესპანეთში მეორედ განადგურდა

AutoSharing Option
რუბინი-ზესტაფონი 5:1
გოლები: 1:0 შარონოვი (19), 1:1 შ. გრიგალაშვილი (26), 2:1 ქარადენიზი (56), 3:1 ორაზსახედოვი (67), 4:1 მარტინსი (85), 5:1 ბისტროვი (88. პენ.)

რუბინი: რიჟიკოვი, კუზმინი, შარონოვი, ბოკეტი, ჯალილოვი, ნათხო, ნემოვი, კასაევი, ერიომენკო, პორტნიაგინი, დიადიუნი.
შეცვლაზე შევიდნენ: ანსალდი, ს. კვირკველია, სესარ ნავასი, უსტინოვი, ქარადენიზი, ბისტროვი, კისლიაკი, ვალიე, მარტინსი, ორაზსახედოვი.

ზესტაფონი: მამალაძე, თ. ღონღაძე, საჯაია, გ. ონიანი, ელიავა, აფციაური, ბაბუნაშვილი, გორგიაშვილი, შ. გრიგალაშვილი, მუჯირი, დვალი.
შეცვლაზე შევიდნენ: წინამძღვრიშვილი, გორგიაშვილი, მ. კობახიძე, რაჟამაშვილი, ბენაშვილი.

გუშინ "ზესტაფონი" "მარბელას თასის" გათამაშებაში ჩაება, სადაც მისი პირველი
მეტოქე რუსეთის ორგზის ჩემპიონი ყაზანის "რუბინი" იყო.

პირველ ტაიმში დაფიქსირებულმა შედეგმა და "ზესტაფონის" მიერ ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა იმედი გაგვიჩინა, რომ ჩვენი ჩემპიონი ყაზანელებს შესვენების შემდეგაც ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყურბან ბერდიევის გუნდმა მატჩის მეორე ნახევარში თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა და "ზესტაფონი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.

"ზესტაფონი" ისეთი უსუსურიც არ იყო, როგორც "დნიპროსთან" შეხვედრაში და რიგ ეპიზოდებში ხეირიანადაც უტევდა, მაგრამ უკანა ხაზში მრავლად დაშვებულმა შეცდომებმა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ასეთ შედეგამდე მიიყვანა.

ორი გოლი ფეროელებმა შეხვედრის მიწურულს გაუშვეს, რაც ალბათ, კონცენტრაციის დაკარგვით იყო გამოწვეული.

თითო-ოროლა გამონაკლისს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, იმერელთა შემადგენლობა ამჯერად ოპტიმალურთან მიახლოებული იყო. "ზესტაფონს" ტრავმის გამო კვლავ აკლდა ძირითადი მეკარე როინ კვასხვაძე, სასტარტო თერთმეტეულის მუდმივი წევრი თორნიკე გორგიაშვილი კი თამაშში მოგვიანებით ჩაერთო.

"ზესტაფონი" მე-5 ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს და 6 თებერვალს რუმინულ "ტიმოშოარას" შეხვდება, რომელიც მეოთხედფინალში უარესი ანგარიშით, 0:5 განადგურდა.

მარბელას თასი
მეოთხედფინალი
გუანჯოუ (ჩინეთი)-ცსკა (რუსეთი) 1:0
დინამო (უკრაინა)-კრილია სოვეტოვი (რუსეთი) 2:0
ლეხი (პოლონეთი)-ტიმოშოარა (რუმინეთი) 5:0
რუბინი (რუსეთი)-ზესტაფონი (საქართველო) 5:1

6 თებერვალი
ნახევარფინალი
გუანჯოუ-დინამო კ.
ლეხი-რუბინი

დამამშვიდებელი რაუნდი
ცსკა-კრილია სოვეტოვი
ტიმოშოარა-ზესტაფონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დაანებეთ ფეხბურთს თავი. ყანა თოხნეთ!!!
david67
17:47 04-02-2012
0
gelashvili და dzaria რო არ წასულიყვნენ სულ სხვანაირად იქნებოდა
tibo
17:04 04-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული