"ვიტ ჯორჯია" აზერბაიჯანულ "ყარაბახთან" დამარცხდა

AutoSharing Option
3 თებერვალს "ვიტ ჯორჯიამ" თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და საწყის ორ შეხვედრაში მიღწეული ფრეების შემდეგ აზერბაიჯანულ "ყარაბახთან" 1:3 დამარცხდა.

აზერბაიჯანული პრესის ცნობით, შეხვედრა "ყარაბახის" უპირატესობით წარიმართა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. აღსანიშნავია, რომ 22-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა ყოფილმა ვიტჯორჯიელმა გიორგი ადამიამ.

"ყარაბახმა" ამის შემდეგ ერთიც გაიტანა, პრესტიჟის გოლი კი 38-ე წუთზე გავიდა - თავი ბესიკ ჩიმაკაძემ გამოიჩინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული