"ზესტაფონი" ესპანეთში ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
ტიმიშოარა-ზესტაფონი 3:0
გოლები: 1:0 აქსენტე (11), 2:0 აქსენტე (33), 3:0 პოპოვიჩი (82)

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - თ. ღონღაძე (46. თ. გრიგალაშვილი), გ. ონიანი (46. კობახიძე), საჯაია, ელიავა (46. გაგოშიძე) - აფციაური (46. რაჟამაშვილი), ბაბუნაშვილი (72. შ. გრიგალაშვილი), გორგიაშვილი (46. მენთეშაშვილი), შ. გრიგალაშვილი (46. სამუშია) - დვალი (46. შარიქაძე), წინამძღვრიშვილი
სათადარიგო: მამალაძე

"ზესტაფონმა" "მარბელას თასზე" მეორე მატჩი ჩაატარა და მეორე მარცხი განიცადა. სულ კი, შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონებმა ესპანურ შეკრებაზე სამი შეხვედრა გამართეს და სამწუხაროდ, სამივე დიდი ანგარიშით წააგეს.

დიდი იმედი გვქონდა, რომ
"ზესტაფონი" ნავსს ამჯერად მაინც გატეხდა, მით უფრო, რომ რუმინეთის რანგით მეორე დივიზიონის "ტიმიშოარა" სახელითა და კლასით "დნიპროსა" და "რუბინს" საგრძნობლად ჩამოუვარდება. თუმცა ,ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი წარმატებასთან არც გუშინ ყოფილა ახლოს.

მატჩის დეტალური მიმოხილვა ნამდვილად არ ღირს. მხოლოდ იმას შევნიშნავთ, რომ "ზესტაფონს" როინ კვასხვაძე და ზურაბ მენთეშაშვილი დაუბრუნდნენ. სხვადასხვა მიზეზის გამო, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ გიორგი ხიდეშელი, ალექსი ბენაშვილი, გოგა ბერაია და აბაიომი ოვონიკოკო.

"მარბელას თასზე" ფეროელები ბოლო მატჩს 9 თებერვალს გამართავენ და იმისთვის იბრძოლებენ, რომ ტურნირი ბოლო ადგილზე არ დაასრულონ. "ზესტაფონის" მეტოქე სამარის "კრილია სოვეტოვი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უბრალოდ გოლები ნახეთ რა უსუსურად იტამაშა დაცვამ...კომენტარი ზედმეტია
0
ქართული კლუბების უცხოეთის კლუბებთან თამაშებმა დაგვანახა რომ არცერთი ქართული კლუბი არ არის მზად ევროშეჯიბრებებზე გასასავლელად. შეიძლება მომავალ წელს ვიყოთ მზად, შეიძლება. ნაპრალი უმაღლეს ლიგასა და ევროპის ჩემპიონატებს შორის ღრმა და განიერია.
უძლევი
12:58 07-02-2012
0

სიახლეები პოპულარული