მარტვილის "მერანი": სპარინგი ჩაიშალა, ფეხბურთელები შინ გაუშვეს

AutoSharing Option
8 თებერვალს "სამტრედიას" ამხანაგურად მარტვილის "მერანისთვის" უნდა ემასპინძლა, მაგრამ დიდთოვლობამ მატჩი ჩაშალა. თუმცა საკონტროლო შეხვედრას ვინ ჩივის, უკვე დიდია იმის საშიშროება, რომ უხვად მოსულმა ნალექმა 14-15 თებერვალს უმაღლესი ლიგის ტური გაურკვეველი ვადით გადადოს.

არც ის არის გამორიცხული, გადაიდოს 18-19 თებერვალს დანიშნული მომდევნო ტურიც.

"მერანის" შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულადაა, რადგან მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ისედაც თოვლი იდო, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი მოედანზე დადებული ნალექი უკვე ძალიან დიდია. 15 თებერვალს "მერანს" ფოთის "კოლხეთისთვის" უნდა ემასპინძლა. უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს
შეხვედრა ვერ გაიმართება, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის მარტვილში თამაში წარმოუდგენელი იქნება.

"მერანს" საწვრთნელი პროცესი მთლიანად ჩაუვარდა და ამიტომაც სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელები შინ გაუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული