თოვლმა ქუთაისის "ტორპედოსა" და მარტვილის "მერანის" სპარინგი ვერ ჩაშალა

AutoSharing Option
ტორპედო-მერანი 1:2
გოლები: 0:1 ბოხუა (5), 0:2 ტაპე (65), 1:2 ფარულავა (68)
ტორპედო: მიგინეიშვილი, ლემონჯავა, კვახაძე, გამეზარდაშვილი, იოსელიანი, ფეიქრიშვილი, ფირცხალავა, დიღმელაშვილი, დოლიძე, საბანაძე, რ. გოცირიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ქვილითაია, გურული, ფარულავა, რიგვავა, ვ. ბოლქვაძე, თარხნიშვილი, კუხიანიძე, გ. დათუნაიშვილი, ქუცურუა, დ. ჯანელიძე.
მერანი: შეროზია, კაკუშაძე, იობაშვილი, კიკალიშვილი, სუხიაშვილი, დიდავა, წოწორია, ე. გრიგალაშვილი, ჩალაძე, ტორონჯაძე, ბოხუა.
შეცვლაზე შევიდნენ: მჭედლიშვილი, გეგეჭკორი, მელიავა, ფონიავა, ტორაძე, ამბროლაძე, ტაპე.

წესით, ეს შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა, რომლის ხელოვნურსაფარიანი მოედნიდანაც თოვლის
გადაწმენდა შესაძლებელი გახდა.

უამინდობის მიუხედავად, მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. გიგა ბოხუასა და კოტდივუარელი მუნინი ტაპეს გოლებს მასპინძლებმა მხოლოდ თემურ ფარულავას მიერ გატანილი ბურთით უპასუხეს და გამარჯვება მარტვილელებმა იზეიმეს.

"მერანის" შემადგენლობაში მატებაა - მის ღირსებას დაიცავს 19 წლის მცველი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც აქამდე თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა.

ლევან ჯანეზაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული