თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობა ვასილ მაისურაძეს ჩააბარეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობას, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტიც მთავარ გუნდში გიორგი დევდარიანის გადაყვანის შემდეგ გამოთავისუფლდა, სათავეში ვასილ მაისურაძე ჩაუდგა.

მაისურაძე, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცია, "დინამოს" სისტემაში 2003 წლიდან მუშაობს. ბოლო წლებში იგი დედაქალაქელთა ჭაბუკთა გუნდებს წვრთნის.

"დინამოს" 1994-95 წლებში დაბადებულთა გუნდი, სადაც მაისურაძე ბოლოს მუშაობდა, თავის ასაკობრივ ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული