სერგი ორბელაძემ ცხინვალის "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"სპარტაკმა" კონტრაქტი გამოცდილ მცველ სერგი ორბელაძეს გაუფორმა. 29 წლის ორბელაძე ცხინვალური კლუბის შემადგენლობაში იანვრიდან მოყოლებული ვარჯიშობს და სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონა.

ორბელაძე ბოლოს რუსთავის "მეტალურგში" ასპარეზობდა, რომელიც მაშინ დატოვა, როცა მიმდინარე სეზონი ახალი დაწყებული იყო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "სპარტაკთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს 29 წლის ნახევარმცველმა ირაკლი სამხარაძემ და 22 წლის მცველმა ბადრი ტეტუნაშვილმა.

უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის გადადებით გამოწვეული შესვენებით "სპარტაკმაც" ისარგებლა და 13 თებერვალს "ფოლადზე" რუსთავის მეტალურგს ამხანაგურად ეთამაშება. მატჩი 14 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული